იემენში აფეთქების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

იემენში აფეთქების შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვებიც იყვნენ. იემენის დედაქალაქ სანეში კამიკაძემ თავი აიფეთქა. დაღუპულების გარდა არიან დაჭრილებიც.
უცხოური პრესის ინფორმაციით, კამიკაძემ ასაფეთქებელი ნივთიერებით გატენილი ქამარი დედაქალაქ სანის ტაქრირის მოედანზე, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აამოქმედა. შეგახსენებთ, რომ სანი დაჯგუფება „ალ-ჰუსის“ მეამბოხე შიიტების კონტროლის ქვეშ არის. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება დაჯგუფების მომხრეების მიტინგის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოხდა.
დაჯგუფება „ალ-ჰუსის“ მიერ დედაქალაქის დიდი ნაწილის დაპყრობასთან დაკავშირებით იემენში პოლიტიკური კრიზისი გამძაფრდა. მეამბოხეებმა ახმად ავად ბინ მუბარაქის კანდიდატურა უარყვეს. მუბარაქმა იემენის მთავრობის ხელმძღვანელობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები