სირიაში „ჯებჰათ ან-ნუსრას“ „ბოევიკებმა“ კათოლიკე მღვდელი გაათავისუფლეს
სირიაში „ჯებჰათ ან-ნუსრას“ დაჯგუფების „ბოევიკებმა“ ტყვეობაში მყოფი კათოლიკე მღვდელი გაათავისუფლეს. შესაბამისი განცხადება საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ორგანიზაცია „წმინდა მიწების დაცვამ“ გაავრცელა. კათოლიკე მღვდელი ამ ორგანიზაციის წევრია.
„წმინდა მიწების დაცვა“ ადასტურებს, რომ მამა ხანა ჯალუფი დღეს დილით იყო გათავისუფლებული. ამჟამად ის ქალაქ კუნაის მონასტერში იმყოფება, – ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, რომ მღვდელი სირიაში 5 ოქტომბერს დაატყვევეს.