2015 წელს პენსიები და პედაგოგთა ხელფასები გაიზრდება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განაგრძობს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრების გაცნობას პარლამენტის კომიტეტებისათვის. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პენსიები გაიზრდება როგორც 2015 წელს, ისე 2016 წელს. კონკრეტული მოცულობა ცნობილი გახდება უახლოეს ორ თვეში. „რაც შეეხება პედაგოგთა საბაზო ხელფასებს, 2015 და 2016 წლებში ასევე იგეგმება პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაზრდა. ფინანსთა სამინისტრო ამჟამად მუშაობს განათლების სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკითხზე და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში ამ მიმართულებით თანხების მობილიზება მოხდება,“ – აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. მისი თქმით, ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვა სამინისტროებთან ერთად, რომლებიც საბიუჯეტო თანხების გაზრდას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები