საქართველოში 12 ოქტომბრიდან დათბება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 ოქტომბრიდან ტემპერატურა მოიმატებს და 25 გრადუსს გაუტოლდება, თუმცა, ამჟამად გუდაურში თოვს.
როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების წარმომადგენელმა ნაირა მანველიშვილმა განუცხადა, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი 11-12 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამჟამად დასავლეთ საქართველოში ქარი ქრის, რომლის სიჩქარე 20-25 მ/წმ -ია. ტემპერატურა ხვალიდან მოიმატებს და დათბება. ტემპერატურა 23 -28 გრადუსს გაუტოლდება და თბილი ამინდი კიდევ რამდენი დღე გაგრძელდება.
ნაირა მანველიშვილის ინფორმაციით, საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შენარჩუნდება წვიმა, მაღალ მთაში კი ნისლი. გორი – სურამის მონაკვეთზე ქარის სიჩქარე 17-22 მ/წმ იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსიდან თანდათან მოიმატებს. რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, თბილისში რამდენიმე დღე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები