ბელორუსიის პარლამენტმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატამ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი დღესვე ზედა პალატაშიც იქნება განხილული. ამის შემდეგ შეთანხმება ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რაც ბელორუსიის მხრიდან რატიფიცირების პროცედურას დაასრულებს.