“გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო” – ილია მეორე
“საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს ალბანეთის ეკლესიის მეთაურის, უნეტარესი ანასტასიოსის, გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“ვუსამძიმრებთ ალბანეთის ეკლესიის მთელ სისავსეს და აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს, ამინ!”, – წერია სამძიმრის წერილში.