მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნინოობას აღნიშნავს.
საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
ნინოობა ორჯერ, პირველ ივნისსა და 27 იანვარს აღინიშნება.