“თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს” – ბიძინა გიორგობიანი
“თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში, ეს შეეხება საქართველოს”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორები თურქეთი და აზერბაიჯანი უკვე 33 წელია, საქართველოსთან ინარჩუნებენ ძალიან მეგობრულ და კარგ ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან – თურქეთსა და აზერბაიჯანთან, შემდეგ სომხეთთან. რუსეთთან ურთიერთობის მომავალი როგორი იქნება ამას ვნახავთ ახალი მსოფლიო გადანაწილების და წესრიგის დამყარებისთანავე. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოსთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და შემდეგ უნდა ვიფიქროთ გლობალურ პროექტებზე“, – აღნიშნა გიორგობიანმა.