მალაიზიური ბოინგის ერთ-ერთმა მგზავრმა აირწინაღის გაკეთება მოასწრო – ნიდერლანდების საგარეო უწყება
მალაიზიური ბოინგის ერთ-ერთი დაღუპული მგზავრი სახეზე გაკეთებული აირწინაღითაა ნაპოვნი. ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანს ტიმერმანსმა განაცხადა.
„მე იმაზე ვფიქრობ, თუ სიცოცხლის რა საშინელი ბოლო წუთები ჰქონდათ, როდესაც იცოდნენ, რომ თვითმფრინავი ეცემოდა. იჭერდნენ კი იმათ ხელებს, ვინც უყვარდათ, იკრავდნენ კი გულში საკუთარ შვილებს, უსიტყვო დამშვიდობებით უყურებდნენ კი ერთმანეთს თვალებში ბოლოჯერ, ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ“, – განაცხადა ტიმერმანსმა. ამასთან, ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ მალაიზიური ბოინგის მგზავრები პრაქტიკულად წამიერად დაიღუპნენ. როგორ მოასწრო ერთ-ერთმა მგზავრმა აირწინაღის გაკეთება – უცნობია.