23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს

23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი 200 ლარის ოდენობით ერთჯერად დახმარებას მიიღებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ოთხნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, თანხა ზამთრის პერიოდში გათბობის მიზნით გამოსაყენებლად გამოიყო.
“23 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელთაც აქვთ 70 001 ქულაზე ნაკლები სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ერთჯერად დახმარებას – 200 ლარს მიიღებს. მათ შეეძლებათ დენისა და გაზის გადასახადისთვის 1 ნოემბრიდან 1 მარტის ჩათვლით დახარჯონ ეს თანხა. ეს არის გათბობისთვის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან. ეს შარშან პირველად გაკეთდა და წელს უკვე მეორედ ხორციელდება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები