„ჰამასმა“ დაასახელა ოთხი მძევალი, რომლებსაც 25 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლებენ.
პალესტინური დაჯგუფების განცხადებით, ოთხივე მათგანი სამხედროა.
კარინა არიევი, დანიელა გილბოა, ნაამა ლევი და ლირი ალბაგი ისრაელში მყოფი 180 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გათავისუფლდებიან.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება მეორე ასეთი გაცვლა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა.
პირველი გაცვლის შედეგად სამი მძევალი და 90 პატიმარი გაათავისუფლეს.
ცნობისთვის, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა და ის სამ ეტაპს მოიცავს. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი მძევლებისა და პატიმრების გაცვლაა.