ბათუმში, შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, შუახნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს დაზიანებები აღენიშნება და ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ამ წუთებში, ე.წ. გოროდოკის დასახლებაში სამართალდამცველები იმყოფებიან.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები