საქართველოში ნატოს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ მასალები ნატოს შტაბბინას უკვე გადაეგზავნა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ნატოს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარებულია. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში ნატოს საწვრთნელ ბაზებთან დაკავშირებული სამუშაოების შესახებ მასალები ნატოს შტაბბინას უკვე გადაეგზავნა
“იმ დღიდან დაიწყო პაკეტის იმპლემენტაციის მზადება, როდესაც ნატოს სამიტი დასრულდა. ჩვენი მხრიდან ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა და ორშაბათს გადაეგზავნა უკვე ნატოს შტაბბინას. უახლოეს ერთ თვეში ჩვენ ველოდებით ნატოს წევრი ქვეყნებისგან თანხმობას, რის შემდეგაც ეს გეგმა საჯარო გახდება”, – განაცხადა ალასანიამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები