„ხალხის ძალის” თავმჯდომარე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის რამდენიმე ათეული სტუდენტი მონაწილეობდა, საუბარი ძირითადად გლობალურ პოლიტიკას შეეხო.
სოზარ სუბარი ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევაზე და გლობალურ პოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ესაუბრა. კერძოდ, დეპუტატმა განიხილა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო განცხადებები, ასევე, პრეზიდენტად არჩევისთანავე მის მიერ ხელმოწერილი ნორმატიული აქტები, რომელთა თანახმადაც, ამერიკის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა რადიკალურად იცვლება. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო ამერიკაში და გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებების ასახვა საქართველოზე, ასევე ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის ურთიერთობის გადატვირთვაზე.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებმა დასვეს კითხვები, მიიღეს პასუხები და საკუთარი მოსაზრებებიც დააფიქსირეს.
კომენტარები
კომენტარი