დავით მათიკაშვილი: ფერადი რევოლუციებისა და მაიდანის მსურველთა სურვილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ე.წ. შემოქმედებითი პირები, ხელოვანები ჩართონ მთლიან მოცემულობაში

„ფერადი რევოლუციებისა და მაიდანის მსურველთა სურვილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ე.წ. შემოქმედებითი პირები, ხელოვანები ჩართონ მთლიან მოცემულობაში, რასაც ჰქვია მაიდანი, რევოლუციის მოწყობა“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვანების ჩართვა რევოლუციის მოწყობაში, უკვე განვლილი ეტაპია.

ფერადი რევოლუციებისა და მაიდანის მსურველთა სურვილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რომ ე.წ. შემოქმედებითი პირები, ხელოვანები ჩართონ ამ მთლიან მოცემულობაში, რასაც ჰქვია მაიდანი, რევოლუციის მოწყობა. ეს უკვე განვლილი ეტაპია არაერთ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ იყენებდნენ და სარგებლობდნენ ასეთი პირებით ცალკეული ძალები იგივე უკრაინაში, სხვა ქვეყნებში, სადაც სურვილი იყო ფერადი რევოლუციების მოწყობა. ცხადია, საქართველოში ეს არ გაუვათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ახალი თეატრი“ რეგიონებში გადის. ეს დოიაშვილის მიერ დაანონსებული მანიფესტის მთავარი სათქმელი იყო. სახელისუფლებო გუნდისთვის მსახიობების პერფორმანსი კანვასის რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები