ვლადიმერ ბოჟაძე: საბოლოო ჯამში, ოპოზიციას პარლამენტში ველოდებით
„ვხედავთ, რომ მათ [ოპოზიციას] აღარ აქვთ ისეთი ფინანსური, თუ სხვაგვარი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და ეს პროცესები ნელ-ნელა დამშვიდებისკენ წავა“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
ბოჟაძის თქმით, ის საბოლოო ჯამში, ოპოზიციას პარლამენტში ელის.
„მათთვის მთავარი თარიღი იყო 20 იანვარი – პრეზიდენტი ტრამპი უფლებამოსილებას რომ შეუდგებოდა, მას უნდა დახვედროდა ქვეყანაში ან არეულობა, ან შეცვლილი ხელისუფლება, ამისთვის კი ყველაფერი გააკეთა აშშ-ის ყოფილმა ადმინისტრაციამ, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა. ვხედავთ, რომ მათ აღარ აქვთ ისეთი ფინანსური, თუ სხვაგვარი მხარდაჭერა ქვეყნის გარედან და ეს პროცესები ნელ-ნელა დამშვიდებისკენ წავა. საბოლოო ჯამში, ოპოზიციას პარლამენტში ველოდებით“, – აღნიშნავს ბოჟაძე.
ცნობისთვის, ხელისუფლების ოპონენტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონკრეტული სტრატეგია ჰქონდათ, რომელსაც 20 იანვრამდე, ანუ ტრამპის ინაუგურაციამდე შეასრულებდნენ, ახლა ამბობენ, რომ მათი მთავარი გეგმა აქციებია.