ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტის და იაპონიის პრემიერის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის სინძო აბეს შეხვედრა ჩინეთში ნოემბერში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პრესა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პუტინს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში მილიონი მიწვევა აქვს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ არ განხილულა“, – განაცხადა პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა. ცნობილია ის, რომ შეხვედრა ნოემბერში გაიმართება. შესაძლოა, პუტინს და აბეს მოკლე საუბარი მილანში, „აზია – ევროპის“ ფორუმზე ჰქონდეთ, თუმცა „სრულფორმატიანი შეხვედრა“ ჩინეთში, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის ანტირუსულმა სანქციებმა იაპონიის და რუსეთის ორმხრივი ურთიერთობები გაართულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები