ზელენსკი: მხოლოდ ტრამპს და სი ძინპინს შეუძლიათ პუტინს მშვიდობისკენ უბიძგონ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერებს, დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შეუძლიათ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მშვიდობისკენ უბიძგონ.
ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა დავოსში Bloomberg-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ მას [სი ძინპინს] შეუძლია პუტინს მშვიდობისკენ უბიძგოს. პრეზიდენტი ტრამპი ყველაზე ძლიერია, ისევე როგორც სი ძინპინი. არა მგონია, არსებობდნენ სხვები, რომლებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, რადგან პუტინის ეკონომიკა სანქციების შემდეგ ძალიან არის დამოკიდებული ჩინეთზე და ჩინეთის ლიდერის გადაწყვეტილებებზე. შესაძლოა, გონივრული იყოს ტრამპისა და სი ძინპინის დიალოგი, თუ როგორ მოახდინონ ერთობლივი ზეწოლა პუტინზე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.