უკრაინამ რუსეთის რიაზანის ოლქი დრონებით დაბომბა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის რიაზანის ოლქს დრონებით შეუტია – ინფორმაციას უკრაინის უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელი ანდრეი კოვალენკო ავრცელებს.

მისი თქმით, რიაზანის ოლქში მდებარეობს ნავთობბაზა და ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა. დრონებით შეტევა დაადასტურა რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა. მისი თქმით, ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურებულია, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მოგვიანებით ნავთობგადასამუშავებელ ქარხანასა და ნოვო-რიაზანის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუჩნდა.

ამასთან, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა კოლომნასა და რამენსკოეში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ზარალი ან მსხვერპლი არ ყოფილა“, – წერს მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები