პოლონეთში მსოფლიოში პირველად „ვიკიპედიის“ ძეგლი შექმნეს
პოლონეთში ინტერნეტენციკლოპედია „ვიკიპედიას“ მსოფლიოში პირველად ძეგლი აღუმართეს. მონუმენტი ქალაქ სლუბიცაში, გერმანიის საზღვართან ახლოს დაიდგმება. ძეგლის შექმნის ინიციატივით 4 წლის წინ სლუბიცაში კოლეგიუმ პოლონიკუმის (2 უნივერსიტეტის გაერთიანება) დირექტორი კშიშტოფ ვოიცეხოვსკი გამოვიდა.
გეგმის თანახმად, ძეგლს ქალაქის ფრანკფურტის მოედანზე დააყენებენ. პროექტის ავტორი მოქანდაკე მიგრან აკობიანია, რომელიც კოლეგიუმში ფილოლოგიას სწავლობს. ცნობილია, რომ ძეგლის სიმაღლე – 1,7 მეტრია. პროექტი 50 000 ზლოტი (12 000 ევრო) დაჯდა. ძეგლის გახსნის ცერემონია 22 ოქტომბერს გაიმართება.