სიმღერა პუტინზე და ყირიმის ანექსიაზე „ჰიტლერიუგენდის“ ჰიმნი იყო (ვიდეო)

რუსეთში ცნობილი აკორდეონზე დამკვრელის სერგეი ბორისკინის და მისი შვილიშვილის მარინას სიმღერის მოტივი, – „პუტინ, იმოქმედე!“ , – ბლოგერების აღმოჩენით, ახალგაზრდობის ფაშისტური კავშირის ოფიციალური ჰიმნი იყო. „პუტინ, იმოქმედე“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ყირიმის ანექსიას მხარს უჭერს.
ბლოგერების ინფორმაციით, იგივე მელოდიას მეორე მსოფლიო ომის შესახებ გადაღებულ ერთ-ერთ ფილმში მოუსმინეს, შემდეგ კი ორიგინალი იპოვეს. ეს არის სიმღერა “Vorwerts, vorwerts!” („წინ, წინ!“). ეს სიმღერა მესამე რეიხის დროს გერმანიაში ახალგაზრდული ორგანიზაცია „ჰიტლერიუგენდის“ ჰიმნი იყო.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=wSjCAFBNAic” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები