გიორგი სოსიაშვილი: შვეიცარიული ბანკის შანტაჟი ორკესტრირებული შემოტევის ერთ-ერთი ნაწილია

„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი სოსიაშვილი შვეიცარიული ბანკის Julius Baer-თან ბიძინა ივანიშვილის დავას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ორკესტრირებული შემოტევის ერთ-ერთი ნაწილია.

„შვეიცარიული ბანკის შანტაჟი ორკესტრირებული შემოტევის ერთ-ერთი ნაწილია. როდესაც ამ ბნელ ძალას, კავკასიაში წინ აღუდგა ადამიანი, რომელმაც თავისი ქვეყნის ინტერესები, თავისი სამშობლოს ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა, მე საუბარი მაქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვიკვირს მის წინააღმდეგ განხორციელებული აი ასეთი ამბები.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს შანტაჟი, ეს უსამართლობა ძალიან მალე დასრულდება. ამ ბნელი ძალის დამარცხება 24 საათში არ არის ასე ადვილი და მარტივი იმიტომ, რომ ძალიან ბევრ უწყებაში, ძალიან ბევრ ქვეყნებში აქვთ ფესვები გადგმული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის იმარჯვებს სიმართლე, სიკეთე იმარჯვებს ბოროტებაზე. პრეზიდენტ ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში და ამ ახალი ჯანსაღი ძალების მოსვლა, რომლებიც მართლა დაუბრუნებენ ძველ დიდებას და ჯანსაღ პოლიტიკას დაიწყებენ აშშ-ში, ეს შეეხება მთელს ცივილიზებულ სამყაროს და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ახალი პოლიტიკა, ახალი ეპოქის დასაწყისია მთელი მსოფლიოსთვის და მთელი მსოფლიო იმედის თვალით უყურებს, რომ ჩანელდება ეს ცეცხლის კერები, დამთავრდება ეს ომები და ხალხი ამოისუნთქავს იმიტომ, რომ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა მთელმა მსოფლიომ, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდა მას. რაც შეეხება ამ შანტაჟს და შვეიცარიული ბანკის აი ამ მორიგ ასე ვთქვათ შანტაჟის ენით საუბარს გეტყვით, რომ მე ვახსენე Deep State-ი და საკუთარმა პრეზიდენტმა იწვნია ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ რა უსამართლობის მსხვერპლი იყო და რაები გადაიტანა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, როგორი თავდასხმები განხორციელდა მასზე, რა ზეწოლები არსებობდა“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები