გიორგი სოსიაშვილი ბაჩიაშვილზე: მეტი თვითლუსტრაცია რა უნდა გააკეთოს, როცა თვითონვე ამბობს, რომ ჩართული იყო ანტიქართულ კამპანიაში

„ადამიანმა მეტი თვითლუსტრაცია რა უნდა გააკეთოს, როცა თვითონვე ამბობს, რომ ჩართული იყო ანტიქართულ კამპანიაში“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ განაცხადა, რომელმაც „ქრონიკასთან“ ინტერვიუში აღიარა, რომ რადიკალური ოპოზიციის აქციებს აფინანსებს.

მისი თქმით, ამ პიროვნებაზე საეთერო დროის დახარჯვაც კი არ ღირს.

„პირდაპირ გეტყვით, – ამ პიროვნების გვარის დასახელებაც არ მინდა, საეთერო დროის დახარჯვაც კი არ ღირს, მასზე რომ ისაუბრო, იმდენად ამაზრზენი არის ის განცხადებები, რასაც ეს კაცი აკეთებს. ქართულ ლექსიკაში არსებობს რამდენიმე სიტყვა და ამ სიტყვებთან ასოცირდება მის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ეს არის – ცრუპენტელობა, ჭორაობა, ღალატი.

ადამიანმა მეტი თვითლუსტრაცია რა უნდა გააკეთოს, როცა თვითონვე ამბობს, რომ ჩართული იყო ანტიქართულ კამპანიაში, საკუთარ ქვეყანაში აფინანსებდა საკუთარი ქვეყნის გადატრიალების, საკუთარი სახელმწიფოს დამხობის პროცესს და ეს იყო მისი მთავარი იდეა და მთავარი მიზანი. მეტი მტკიცებულება რა გინდა ადამიანს? ეს ერთიანი შემოტევა იყო, ამ შემოტევის ნაწილია.

ჩვენი ქვეყნის ისტორიას ბევრი ბრწყინვალე პერიოდი აქვს, მაგრამ ჩვენ ბევრი მოღალატეც გვინახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორ შეფასებას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. არსებობენ შუბლისძარღვგაწყვეტილი ადამიანები და არიან შუბლის ძარღვის გარეშე დაბადებული ადამიანები და თავად მას ჰკითხონ, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ეს ადამიანი“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები