რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება კავკასიის რეგიონში სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის
ნატოს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უწყებამ სამხრეთ კავკასიის საკითხებზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულებისას გაავრცელა.
„რუსეთის მხრიდან შეშფოთება გამოითქვა ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს ინტერესების გათვალისწინებით ალიანსის სამხედრო ბაზები განთავსდება. მსგავსი ქმედებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობას, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, საფრთხეს შეუქმნიდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.