გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია, ამ წუთებში, პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სავარაუდოდ, გამოკითხვა 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

შეგახსენებთ, 15 იანვარს გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები