ლუკაშენკო: რუსეთი ყაზახეთს და მონღოლეთს შორის უნდა გაიყოს (ვიდეო)
რუსეთის ლოგიკით, რომელიც მან ყირიმის ანექსიისას გამოიყენა, რუსეთი ყაზახეთისა და მონღოლეთს შორის უნდა გაიყოს. ასეთი მოსაზრება ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გამოთქვა. მისი განცხადებით, რუსეთის გარკვეული ტერიტორიები ისტორიულად ამ ორ ქვეყანას ეკუთვნოდა. ბელორუსის პრეზიდენტის აზრით, სხვა ქვეყნის საზღვრების გადაწყობა მიუღებელია.
„მოდით, მაშინ „ხან ბატიას“ დროში, თათარ-მონღოლთა ბატონობის პერიოდში დავბრუნდეთ, თუმცა მაშინ ყაზახეთს, მონღოლეთს და კიდევ ვინმეს რუსეთის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია უნდა გადავცეთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=2nIeV7YnapA” width=”560″ height=”315″]