ონში 8 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ონში 8 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.
სამინისტროს ცნობით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო ონში, ბააზოვის ქ. N1-ში მდებარე ყოფილი პოლიციის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებლად გადააკეთა.
ონის ქუჩაზე საცხოვრებელი ფართის მისაღებად, დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოს 33-მა აპლიკანტმა მიმართა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 8 დევნილი ოჯახი შეირჩა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ბინით ის დევნილი ოჯახები დაკმაყოფილდნენ, რომლებსაც ყველაზე რთულ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.მომავალ წელს კი ონში დევნილთა განსახლების პრობლემა აღმოიფხვრება.
„8 ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა და მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ ონის თემას საერთოდ დავხურავთ. მყარი შენობაა და ხარისხიანად არის გარემონტებული. მინდა ყველა დევნილს მივულოცო და ვუსურვო ახალ ბინებში ბედნიერად ცხოვრება და, რაც მთავარია, მალე დაბრუნება საკუთარ სახლ-კარში. ეს არის ყველა ჩვენგანის მთავარი ამოცანა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყოფილი პოლიციის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „სითი ბილდერმა“ ჩაატარა. შენობაში 8 ბინაა, აქედან 2-სამოთახიანი, 4-ოროთახიანი და 2-ერთოთახიანი.
მინისტრი და მისი მოადგილეები ონში ვიზიტისას დევნილებსაც შეხვდნენ და ყოფილი საავადმყოფოს შენობა დაათვალიერეს, რომელსაც შესაძლებელია დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით რეაბილიტაცია ჩაუტარდეს. 1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში 337-მა დელეგატმა სეოკ-ის შექმნის გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი და პირველ პრეზიდენტად ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი აირჩიეს.