თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რის მიხედვითაც ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და, ბრალდების მტკიცებით, გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.