სააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე სარჩელი დაუშვებლად ცნო
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობლისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ, დაუშვებლად ცნო.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს.