საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარნეულის რაიონ სოფელ იმირში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ადვოკატი ჯეიხუნ მამედოვი დააკავა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯეიხუნ გუმბათოვი და ზახიდ გუმბათოვი, ხოლო ორი მოქალაქე, შაიგ ალიევი და რამინ გარაბაგლი ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშულ პირთა ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით, თაღლითური გზით დაეფლა ქალაქ მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.