Politico- ტრამპი თვლის, რომ ომში უპირატესობა რუსეთს აქვს
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის თავდაცვის საკითხში რუსეთის წინააღმდეგ უფრო შორს წავიდა, ვიდრე როდისმე და ევროპელებისთვის „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და სხვა იარაღის შეძენას მხარი დაუჭირა,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.
ტრამპმა ევროპის ქვეყნების ხარჯზე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ტრამპი კვლავ თვლის, რომ მოსკოვს უპირატესობა აქვს. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ მისი იმედგაცრუების ზრდასთან ერთად, ის უფრო მეტად მზადაა, მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის მოგვარებაში.
„პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს, საკითხი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენ ხანში მოხდება ეს“, – განაცხადა თეთრი სახლის ჩინოვნიკმა.
როგორც “პოლიტიკო” აღნიშნავს, უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციის შეცვლა და შეიარაღების ახალი პაკეტის გაგზავნის გადაწყვეტილება იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ მან მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტას ვერ მიაღწია.