დონბასში „ბოევიკებით“ სავსე 40 ავტობუსი ჩავიდა
რუსეთის ფედერაციიდან გამშვებ პუნქტ „იზვარინოს“ გავლით დონბასში მორიგი კოლონა ჩავიდა. უკრაინული პრესის ინფორმაციით, კოლონა ძირითადად „ბოევიკებით“ სავსე ავტობუსებისგან შედგება. სამხედროები რუსეთში წვრთნებს გადიოდნენ, ახლა კი უკრაინაში ჩავიდნენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში დონბასის ტერიტორიაზე „ბოევიკების“ 40-მდე ავტობუსი შევიდა. ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ წარმომადგენელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთიდან ჩატანილი სამხედრო მასალა დონეცკის აეროპორტის მიდამოებში გადააქვთ. ტიმჩუკის განცხადებით, იქ ჩააქვთ რუსეთის ფედერაციიდან არტილერიული და რექტიული ჭურვების 50-60%.