უსუფაშვილი ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობისას მიღწეულ პროგრესს გააცნობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად გვიან ღამით იტალიასა და შვეიცარიის კონფედერაციაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. საპარლამენტო დელეგაცია ვენეციის კომისიის მეასე პლენარულ სესიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დავით უსუფაშვილი კომისიას საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობისას მიღწეულ პროგრესს გააცნობს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე დაგეგმილია ვატიკანში, კარდინალ პიეტრო პაროლინთან და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან. 11-15 ოქტომბერს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა. საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ჟენევაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 131-ე ასამბლეის მუშაობაშიც მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამბერტსაც შეხვდება. პარლამენტის თავმჯდომარე ასევე რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელთან შეხვედრებს გამართავს. ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი 16 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები