დავოსის ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი დაესწრება
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დაესწრება,- ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მონაწილეებს 23 იანვარს დისტანციურად, ვიდეოჩართვით მიმართავს.
დავოსში მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე ბიზნესისა და პოლიტიკის ლიდერებმა შეკრება დღეს დილიდან დაიწყეს.
წლევანდელ შეხვედრას არაერთი მსოფლიო ლიდერი გამოაკლდება, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის ლიდერი ჯორჯია მელონი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი.