მარკ რუტე: ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით
პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელში დაწერა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობების დაკავება მიულოცა.
„პრეზიდენტ ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნებასთან ერთად, ჩვენ თავდაცვისა და წარმოების ხარჯებს მკვეთრად გავზრდით. შეგვიძლია მშვიდობას ძალის მეშვეობით ერთად მივაღწიოთ – ნატო-ს მეშვეობით!“, – წერს მარკ რუტე პლატფორმა X-ზე.