მაკრონი: ევროპა არ შეიძლება იყოს დამოკიდებული მხოლოდ ამერიკულ იარაღზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით ევრო არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ამერიკული იარაღის შესაძენად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მაკრონის თქმით, მეტი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ევროპის თავდაცვით მრეწველობაში.

როდესაც ჩვენ ვამბობთ „მოდით, მეტი დავხარჯოთ ჩვენი ჯარისთვის“, ბევრ ქვეყანაში ეს ნიშნავს, ძალიან ხშირად, „იყიდეთ მეტი ამერიკული მასალა“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მანვე დასძინა, რომ ევროპელებმა ასევე უნდა გაამარტივონ ევროპის თავდაცვითი ინდუსტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები