საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარს სოციალურ ქსელში იხსენებს.
„ზუსტად იგივე პოლიტიკოსები (ქართველი თუ უცხოელი), იგივე ჟურნალისტები, იგივე ენჯეოები, იგივე „გულწრფელი ადამიანები” დღეს შესციცინებენ ტრამპს და იმავე დამაჯერებელი ტონით ჭორაობენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩაერია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.