“გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საქართველოს მენტალიტეტს” – მაჭარაშვილი

“გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილს არ უყვარდა და არ უყვარს საქართველო, ის არ იცნობდა საქართველოს მენტალიტეტს და აქედან გამომდინარე, მხოლოდ შიდა წრეებიდან და მათი ოჯახის წევრებიდან იღებდა ინფორმაციას და ასე იწყალებდა ადამიანებს”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ზურაბიშვილისთვის სახელმწიფოებრიობა, როგორც მცნება, არ არსებობდა და არ არსებობს.

“ამიტომ ვერ ექნებოდა ვერც ახალ წელს, ვერც შობას და ვერც ნათლისღებას, ასეთი მასშტაბური შეწყალებები. გამომდინარე აქედან, ეს მიხეილ ყაველაშვილის ერთ-ერთი პირველი ჰუმანური აქტია, რომელიც შეეხება მსჯავრდადებულებს. ეს იქნება დასაბამი იმისა, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვს იმის შანსი, რომ რესოციალიზაცია მოახდინონ თავიანთ საზოგადოებაში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები