დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა. ჯამში, 50-მდე პროექტი დაფინანსდება.

პროგრამაში მონაწილეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ, რომლებსაც 2 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიიღება:

• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;

• ქ. გორი, სამების ქ.N1;

• ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის ქ.N5ა;

• ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ.N106;

• ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები