ვახტანგ ჭარაია – საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე: ვაჭრობისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რეგიონში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

“საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლიობაში ქმნიან კავშირს, რომელიც ალტერნატიული წყაროს სახით, ენერგორესურსებით ევროკავშირს უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც რუსეთიდან შესაძლოა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე დაკეტილი იყოს სატრანზიტო კორიდორი”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.

„საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლიობაში ქმნიან კავშირს, რომელიც უზრუნველყოფს ენერგორესურსებით ევროკავშირის უზრუნველყოფას ალტერნატიული წყაროს სახით მაშინ, როდესაც რუსეთიდან შესაძლოა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იგივე სანქციებიდან გამომდინარე დაკეტილი იყოს სატრანზიტო კორიდორი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს აზერბაიჯანთან ერთად პოტენციალი ელექტროენერგიის მიწოდებისაც ევროკავშირისათვის.

გარდა ამისა, ზოგადად ვაჭრობისთვის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის, რეგიონში მშვიდობისთვის და ზოგადი ეკონომიკური განვითარებისთვის, რა თქმა უნდა, ორ სახელმწიფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები