მაკა ბოჭორიშვილი: აზერბაიჯანი დღეს საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია
“აზერბაიჯანი დღეს საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მისი თქმით, პოტენციალი ორ ქვეყანას შორის არის ბევრად უფრო დიდი.
“დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არის მაღალ ნიშნულზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ პოზიტიური და კარგი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პოტენციალი არის ბევრად დიდი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პოტენციალი სწორად ავითვისოთ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.