ირაკლი ქადაგიშვილი: საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს

“საგამოძიებო კომისიის მიერ შესასწავლ საკითხთა წრე ძალიან ფართოა და ეს ინტერესი საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტში აღნიშნული კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, საკითხები, რომელთა გარშემოც იქნება ჩატარებული ეს პოლიტიკური გამოძიება, უამრავია.

“დაწყებული ადამიანის უფლებების დარღვევით და იგივე 2008 წლის ომის საკითხებით დამთავრებული. აქ საუბარია როგორც ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე, ბიზნესის წართმევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე, არჩევნებში ჩარევითა და არჩევნებით მანიპულაციაზე. ამიტომ, საკითხთა წრე ძალიან ფართოა და აქედან გამომდინარე, ეს ინტერესიც საზოგადოებაშიც რეალურად არსებობს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები