ირაკლი ქადაგიშვილი: აზერბაიჯანთან არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტი შეაფასა.
„ჩვენ არა მარტო პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური და ფასეულობების კუთხით ძალიან ბევრი რამ გვაერთიანებს აზერბაიჯანთან და აქედან გამომდინარე, ეს ვიზიტები ემსახურება სწორედ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და გამტკიცებას, რაც არის ამ ქვეყნებში მშვიდობის, ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების დაცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გუშინ დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა.