“კიდევ კარგი, უვიზო რეჟიმი ცხვირის სიგრძეს არ არეგულირებს, თორემ ხომ დავიღუპებოდი“
საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი შემდეგ კვირაში განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ერთ წლამდე გოჭების დაკვლა, გასაყიდად გამოტანა ან საკვებად გამოყენება იკრძალება, ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ეხმაურება. გოცირიძის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: “გოჭებს ნუ დავკლავთო! თუ გადავხედავთ შარშანდელ და შარშანწინდელ დასავლურ ეკონომიკურ პრესას, დოლარის ერის დასასრულს წინასწარმეტყველებდნენ (მარტო ჩვენთან კი არ არიან მარჩიელ-ექსპერტები). ახალი სარეზერვო ვალუტის შექმნასაც კი წინასწარმეტყველებდნენ ჩინურ-რუსულ- ლათინურ საფუძველზე (ე.წ.ბრიკსის მკვდარი ორგანიზაცია).
რუბლს შავი დღე ელის, იუანი ხელოვნურად მართულია, ევრომ ისევ დაყვინთა, ხოლო დოლარი მარადმწვანეა.
ასე იქნება მანამ, სანამ ევროპის ეკონომიკა იქნებად ზედმეტად სოციალური და ზედმეტად დარეგულირებული, ხოლო ამერიკისა უფრო თავისუფალი და ე.ი. უფრო კონკურენტუნარიანი. P.S. ევროკავშირთან ხელშეკრულება ერთ წლამდე გოჭების დაკვლას გვიკრძალავს. თავისუფლად შეიძლებოდა ამის ამოღება, ვინმეს რომ ჩაეხედა ქაღალდებში.
კიდევ კარგი, უვიზო რეჟიმი ცხვირის სიგრძეს არ არეგულირებს, თორემ ხომ დავიღუპებოდი ( ისე, ვინ იცის. წაიკითხეს კი?!)“ – წერს რომან გოცირიძე.