ებოლათი დაავადებული, რომელიც აშშ-ის საავადმყოფოდან გაწერეს, გარდაიცვალა

ლიბერიის მოქალაქე თომას დუნკანი, რომელსაც ებოლას ნიშნები აშშ-ში აფრიკიდან ჩამოსვლის შემდეგ აღმოუჩნდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იმ საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომელშიც დუნკანი მკურნალობდა. უცხოური პრესის ცნობით, დუნკანს ექსპერიმენტალური სამედიცინო პრეპარატებით მკურნალობდნენ. გარდა ამისა, თავდაპირველად, პაციენტი ებოლას ვირუსის ნიშნების აღმოჩენის მე-2 დღესვე სახლში გაწერეს, თუმცა მოგვიანებით ის კვლავ ჰოსპიტალიზირებული იყო.
ლიბერიის მოქალაქე აშშ-ში 1 ოქტომბერს ჩავიდა ნათესავების მოსანახულებლად. რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელთანაც დუნკანს კონტაქტი ჰქონდა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები