მეცნიერების ვარაუდით, ებოლას ვირუსი საფრანგეთსა და ინგლისამდე მიაღწევს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევისთვის ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტების მისაღებად 4 საავადმყოფო მოამზადა.
ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაავადებულების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ  ლონდონის ჩრდილოეთით, სამეფო უფასო საავადმყოფოში გადაიყვანენ. ამ სამედიცინო დაწესებულებაში პალატები კარანტინის უმაღლესი ხარისხითაა აღჭურვილი. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემია გავრცელდება და ლონდონის საავადმყოფოში პაციენტებისთვის ადგილი აღარ იქნება, სპეციალურად ამისთვის 3 მსხვილი საავადმყოფოს ინფექციური განყოფილებები ქალაქებში: ნიუქასლი, შეფილდი და ლივერპულია მომზადებული.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს 75 – პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ 24 ოქტომბრისთვის ეპიდემია საფრანგეთს მიაღწევს და 50 -პროცენტიანი ალბათობა იმისა, რომ ამ დროისთვის დაავადება დიდ ბრიტანეთშიც გავრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები