კახეთში ქალმა, რომელიც ქმრის ღალატში ამხილეს, თავი მოიკლა
საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ახალგაზრდა ქალმა თავი მოიკლა. გავრცელებულ ინფორმაციით, ქალი ღალატში ქმრის ნათესავებმა ამხილეს. მომხდარიდან მალევე გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ქალის მიმართ ძალადობრივ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად საქმეზე გამოძიება შეწყდა.