სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ, თანაკლასელი და მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა

სლოვაკეთში, სპისკა სტარა ვესის დასახლებაში სკოლის მოსწავლე ორ თანაკლასელსა და მასწავლებელს ცივი იარაღით თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი.

გარდაცვლილები 18 და 51 წლის ქალები არიან.

ადგილობრივმა პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა.

„ეჭვმიტანილის სწრაფი დაკავების წყალობით, ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და პოლიცია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით ზომებს ატარებს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ქვეყნის შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები