დავით უსუფაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მარტინა ქვიქს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს საქართველო-შვედეთის აქტიურ საპარლამენტო ურთიერთობებზე და საპარლამენტო პროგრამაზე, რომელიც მეგობრობის ჯგუფების გაცვლას და ფართო სპექტრის საკითხების განხილვას ითვალისწინებს.
როგორც პარლამენტში აცხადებენ, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას დაეთმო. შევედეთის ელჩმა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ ამ ფორმატის შენარჩუნება, განვითარება და განმტკიცება მნიშვნელოვანია და ამას კიდევ ერთხელ რიგაში, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე გაესმება ხაზი. საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ნატოსკენ სვლის მნიშვნელობასაც შეეხო. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის პარლამენტთან ურთიერთობა შვედეთის პარლამენტის ახალ სპიკერთანაც წარმატებით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები