ბაქოში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა ბაქოს ერთ-ერთ მაღაზიაში აფეთქების შედეგად. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განაცხადეს, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ 1 ადამიანია დარჩენილი. მას მაშველები ეძებენ. უცხოური პრესის ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ შემთხვევა გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მაღაზია, რომელშიც აფეთქება მოხდა, მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზეა განლაგებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები